სიახლეები

24 მაისი, 2022

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს 2021 წლის ანგარიშის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

1/2

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელმა ქეთი ცანავამ 24 მაისს გამართულ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს 2021 წლის ანგარიშის (CSO Meter) პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.

ქეთი ცანავამ შეხვედრის მონაწილეებს ღია მმართველობა საქართველოს მართვის პროცესში განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნო. ამასთან, სამდივნოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ OGP საქართველოს საბჭოს ახალი ფორმატი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებს თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს, მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება იმისათვის, რომ შემდგომი ნაბიჯები დაინტერსებულ მხარეთა აქტიური თანამონაწილეობით დაიგეგმოს და ქვეყნისთვის ხელშესახები შედეგები მოიტანოს.

სამდივნოს ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პანდემიით გამოწვეული შეფერხების გამო, ღია მმართველობა საქართველოს ახალი დღის წესრიგის შემუშავების პროცესი დროში გაიწელა, თუმცა უახლოეს მომავალში ღია მმართველობა საქართველოს მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა ჩაინიშნება.

შეხვედრაში მონაწილე არასამთავრობო ორგანზაციების მიერ პოზიტიურად შეფასდა OGP საქართველოს კოორდინაციის გაუმჯობესებით მიზნით განხორციელებული ცვლილებები. ამასთან, აღინიშნა, რომ ცვლილებების პრაქტიკაში წარმატებით დანერგვის შემთხვევაში, სამომავლოდ ქვეყანა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის კომპონენტის ქულას გააუმჯობესებს და ეს პოზიტიურად აისახება ქვეყნის საერთო მაჩვენებელზეც.

CSO Meter ანგარიში ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის წევრი ორგანიზაციების - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (GYLA) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ერთობლივად მომზადდა და ის საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და აქტივისტების საარსებო გარემოს – კანონმდებლობასა და პრაქტიკას 11 უფლებრივი სტანდარტით აფასებს.

CSO Meter ყოველწლიური ანგარიშია, რომელიც პერიოდულად აფასებს საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს, ასევე ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით არსებული რეკომენდაციების შესრულების პროცესს.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...