საქართველო და OGP

თავმჯდომარის ხედვა

საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად პირველად 2014 წელს აირჩიეს. 2016 წელს საქართველო კომიტეტის თავმჯდომარის - საფრანგეთის თანა-თავმჯდომარედ იქნა არჩეული, 2017 წელს კი საქართველოს მთავრობამ პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნის პოზიცია 1 წლის ვადით ჩაიბარა.

საქართველოს მთავრობამ OGP-ის თავმჯდომარეობის ხედვა შეიმუშავა და ოთხი პრიორიტეტული მიმართულება გამოყო:

  • მოქალაქეთა ჩართულობის და თანამშრომლობის გაძლიერება;
  • მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • ინოვაციების დანერგვა საჯარო სერვისების მიწოდებაში;
  • უკეთესი პარტნიორობის ჩამოყალიბება.

საქართველოს მთვრობის მიერ შემუშავებული მიზნები შესაბამისობაშია როგორც ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიასთან, ასევე, პირდაპირ ეხმიანება მოქალაქეთა ყოველდღიურობას.

2018 წელს საქართველომ, როგორც OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანამ, ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალურ სამიტს თბილისში უმასპინძლა. ღონისძიებაში 115 ქვეყნის, ასობით სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამიტის ფარგლებში 80-მდე პანელი და სესია გაიმართა.