სამოქმედო გეგმა

IRM შეფასება

ანგარიშგების დამოუკიდებელი მექანიზმი (Independent Reporting Mechanism - IRM) OGP-ისთან არსებული დამოუკიდებელი ორგანოა, რომელსაც კოორდინაციას პარტნიორობის მმართველი კომიტეტი, ხოლო უშუალო ზედამხედველობას საერთაშორისო ექსპერტთა პანელი უწევს.

IRM-ის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი, ადგილობრივი ექსპერტები ყოველწლიურად აფასებენ OGP-ის წევრი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიერ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს, შეიმუშავებენ ანგარიშებს და გასცემენ რეკომენდაციებს