ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდგომ ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ ფორუმის ფარგლებში, OGP-ის რეგულაციებისა და სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით, სამოქმედო გეგმის მონიტორინგის და შეფასების მეთოდოლოგია შეიმუშავა. აღნიშნული მეთოდოლოგია მიზნად ისახავს შეაფასოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული, როგორც ვალდებულებების შესრულება, ასევე ვალდებულებების განხორციელების შედეგად მიღწეული შედეგები.
საქართველოს მიერ შემუშავებული OGP-ის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის და შეფასების მეთოდოლოგია OGP-ის წევრ ქვეყნებს შორის გამორჩეულია, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას ითვალისწინებს.
მონიტორინგის ანგარიშებისგან განსხვავებით, რომლებიც ეროვნული პროცესის უკეთ წარმართვას ემსახურება, OGP-ის წევრი ქვეყნები პარტნიორობის საერთაშორისო სამდივნოს წარუდგენენ გეგმის შესრულების თვითშეფასების ანგარიშებს.