ვალდებულებები

საჯარო ფინანსების ზედამხედველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა

ვალდებულება: საჯარო ფინანსების ზედამხედველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა: მოქალაქეთა ეფექტური უკუკავშირის მექანიზმების დანერგვა
ვალდებულების აღწერა:

ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა (სას) შექმნა ინოვაციური ანალიტიკური პლატფორმა – „ბიუჯეტის მონიტორი“, რომლის საშუალებით ფართო საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის, საჯარო რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკითხების, აუდიტის მიგნებების, გაცემული რეკომენდაციებისა და მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, პლატფორმა თითოეულ მოქალაქეს საშუალებას აძლევს მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საჯარო ფინანსების მართვაში არსებული ხარვეზების შესახებ და მიიღოს მონაწილება მომავალი წლის აუდიტის გეგმის შედგენაში.

2017 წელს ღია მმართველობის პარტნიორობის ამერიკის რეგიონულ შეხვედრაზე „ბიუჯეტის მონიტორს“, როგორც გამჭვირვალობისა და მოქალაქეების ჩართულობის ინოვაციურ ვებპლატფორმას, „ფისკალური გამჭვირვალობის გლობალური ინიციატივის“ (GIFT) ჯილდო გადაეცა. „ბიუჯეტის მონიტორმა“ საჯარო ფინანსებში მოქალაქეთა ჩართულობის კატეგორიაში საერთაშორისო ციფრული ინოვაციების ჯილდოც მოიპოვა. კონკურსი World Summit Awards-ის (WSA) ორგანიზებით ჩატარდა, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას საზოგადოებაზე მაღალი გავლენის მქონე ციფრული ინოვაციების მიმართულებით. აგრეთვე, საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მე-10 საიუბილეო რეგიონული კონფერენციის − „GITI 2017“-ის ფარგლებში, პლატფორმა IT ინოვაციების (GITI) ჯილდოს მფლობელი გახდა.

მოქალაქეთა ჩართულობისა და „ბიუჯეტის მონიტორის“ პლატფორმის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაიზიარა OGP-ის დამოუკიდებელი შეფასების მექანიზმის (Independent Reporting Mechanism – IRM) რეკომენდაცია და 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში აიღო ვალდებულება დანერგოს მოქალაქეებისგან მიღებულ მომართვებზე და შეტყობინებებზე უკუკავშირის მექანიზმი. ამ გზით შესაძლებელი გახდება შემოსულ მომართვებზე და შეტყობინებებზე (მათ შორის, ანონიმურზე) რეაგირების სტატუსის თვალყურის დევნება მუდმივ რეჟიმში.

შედეგი: საჯარო ფინანსების ზედამხედველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მეშვეობით უკეთესი მმართველობის ხელშეწყობა უზრუნველყოფილია
ვადა: დაწყების თარიღი - იანვარი 2018, დასრულების თარიღი - დეკემბერი 2018
OGP მიმართულებები: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ინოვაცია და ტექნოლოგიები, ჩართულობა
SDG მიზანი: 16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
საანგარიშო პერიოდი: 2019, წლიური
პასუხისმგებელი უწყება: სახელმწიფო აუდიტის სამსახური
არსებული პროგრესი:
მიმდინარეობს done iconუმეტესწილად შესრულდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბიუჯეტის მონიტორზე შემოსულ მოქალაქეთა შეტყობინებებზე უკუკავშირის მოდული 2018 წლის ბოლოს შეიმუშავა. 2019 წლის დასაწყისში განხორციელდა მოდულის ტესტირება და ფუნქციონალური მხარის უზრუნველყოფა.

აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლების განმავლობაში ბიუჯეტის მონიტორზე შემოვიდა 100 ათასამდე ვიზიტორი, აქედან 20 ათასზე მეტი ახალი მომხმარებელი იყო. გაზრდილია პლატფორმაზე შემოსული ვიზიტორების დაყოვნების საშუალო მაჩვენებელი 2.26 წუთიდან 6.45 წუთამდე. აღნიშნული მიუთითებს, რომ თუ მომხმარებლები პლატფორმას სტუმრობენ მათთვის საინტერესო კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად, გაცილებით მეტ დროს რჩებიან პლატფორმაზე, რათა სხვა ინფორმაციასაც გაეცნონ.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ბიუჯეტის მონიტორის სრულად განახლებაზე, რომლის ძირითად მიზანს პლატფორმის 3 წლიანი ფუნქციონირების პროცესში დაგროვილი გამოცდილებისა და უკუკავშირის პორტალის ფუნქციონალში ასახვა წარმოადგენს. პლატფორმის განახლებული ვერსიის ამოქმედებისთანავე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდება შეტყობინებებზე უკუკავშირის მოდულიც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს  „ბიუჯეტის მონიტორის“ ფუნქციონალის განახლებაზე მუშაობა და მიღწეულ პროგრესზე დაყრდნობით, განახლება დასრულდება 2020 წლის ბოლოსთვის.

ამასთანავე, 2018  წლის განმავლობაში ბიუჯეტის მონიტორთან დაკავშირებით გაიმართა 8 სამუშაო შეხვედრა პარლამენტთან (საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლებთან), მედიასთან, სამოქალაქო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებთან. გამართული შეხვედრების ძირითად მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული მხარეებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროდუქტებისა და შედეგების გაცნობა, როგორებიცაა: ჩატარებული აუდიტების ფარგლებში გამოვლენილი მიგნებები და გაცემული რეკომენდაციები; საჯარო ფინანსების მართვის პროცესში არსებული სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები და მათი აღმოფხვრის გზები; ბიუჯეტის მონიტორის ფუნქციონალი, მასზე განთავსებული ინფორმაცია და მისი გამოყენება პრაქტიკაში და სხვა.

შეხვედრების შედეგად გაიზარდა მონაწილეების ცოდნა აუდიტის სამსახურისა და მისი ძირითადი საქმიანობის შედეგების შესახებ, ასევე მათ მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება, თუ როგორ გამოიყენონ ბიუჯეტის მონიტორი თავიანთი საქმიანობის პროცესში.

2019 წლის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქტიურად ახორციელებდა ბიუჯეტის მონიტორის პოპულარიზაციას სოციალური მედიის საშუალებით. ბიუჯეტის მონიტორზე განთავსებული ინფორმაცია ვიზუალურად საინტერესო და აღქმად ფორმატში მიეწოდა საზოგადოებას. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მედიის ინტერესი,  ჩართულობა და პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის პრაქტიკული გამოყენება.

შესაბამისად, სამდივნოს შეფასებით, ვალდებულება გეგმით გათვალისწინებულ ვადებში უმეტესწილად შესრულდა, რადგან ბიუჯეტის მონიტორზე მოქალაქეთა შეტყობინებების უკუკავშირის მექანიზმი შემუშავებულია და სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს, თუმცა საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. უწყების ინფორმაციით, უკუკავშირის მექანიზმი ხელმისაწვდომი იქნება ბიუჯეტის მონიტორის განახლებული ვერსიის მომზადების დასრულებისთანავე, 2020 წლის ბოლოს.


საკონტაქტო პირი: ცოტნე ქარქაშაძე - სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი

ეტაპები:

11.1. ბიუჯეტის მონიტორის მეშვეობით მიღებულ მოქალაქეთა შეტყობინებებზე უკუკავშირის მექანიზმის შექმნა და დანერგვა

მიმდინარეობს
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
მოქალაქეების მიერ წარდგენილ მომართვებზე და შეტყობინებებზე უკუკავშირის მექანიზმი დანერგილია, რომლის მეშვეობით შესაძლებელია მომართვებზე და შეტყობინებებზე (მათ შორის, ანონიმურზე) რეაგირების სტატუსის თვალყურის დევნება მუდმივ რეჟიმში
ვადა
დაწყება
აპრილი 2018
დასრულება
დეკემბერი 2018
პარტნიორი ორგანიზაცია
-
პასუხისმგებელი უწყება
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
შედეგი
მოქალაქეთა შეტყობინებებზე უკუკავშირის მექანიზმი სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და ჯერჯერობით საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის
შეფასება
done iconუმეტესწილად შესრულდა

11.2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ცნობიერების ამაღლების მიზნით, მინიმუმ 5 სამუშაო შეხვედრის ორგანიზება სხვადასხვა ფოკუს ჯგუფთან

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩატარებულია მინიმუმ 5 სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა ფოკუსჯგუფთან
ვადა
დაწყება
ივნისი 2018
დასრულება
დეკემბერი 2018
პარტნიორი ორგანიზაცია
-
პასუხისმგებელი უწყება
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
შედეგი
2018 წლის განმავლობაში ბიუჯეტის მონიტორთან დაკავშირებით გაიმართა 8 სამუშაო შეხვედრა პარლამენტთან (საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლებთან), მედიასთან, სამოქალაქო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებთან
შეფასება
done iconსრულად შესრულდა
განახლებულია: 31 დეკემბერი, 2020

კომენტარის დამატება

Error!!!

Error!!!

თქვენ მიერ მითითებული ელ.ფოსტა არ გამოქვეყნდება.

Error!!!