ვალდებულებები

მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური პლატფორმა

ვალდებულება: მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური პლატფორმის დანერგვა იუსტიციის სახლში
ვალდებულების აღწერა:

ახალი სერვისების დანერგვის, არსებული სერვისების დახვეწის, სერვისების მიწოდების ახალი არხების შექმნისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში საზოგადოების ჩართულობის მიზნით, ღია მართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს სსიპ იუსტიციის სახლის ვალდებულებას მოქალაქეთა ინოვაციური პლატფორმის შექმნის შესახებ. აღნიშნული ვალდებულება წარმოადგენს ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის მეორე ვალდებულების გაგრძელებას, რომლის ფარგლებშიც იუსტიციის სახლში დაინერგა მიღებული სერვისების შესახებ მომხმარებლის მხრიდან უკუკავშირის მიღების მექანიზმი ე.წ. „მომხმარებლის ხმა“.

პლატფორმის კონცეფცია ეფუძნება ანგარიშვალდებულების, ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას შემდეგი მოდულების დანერგვის საშუალებით უზრუნველყოფს: საზოგადოებრივი აზრის ელექტრონული კვლევა, ხმის მიცემის ელ. სისტემა, უკუკავშირის ელ. სისტემა და ანგარიშგების ელ. სისტემა.

ვალდებულება ასევე მიზნად ისახავს სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმის (ვებ-გვერდი, მობილური აპლიკაცია და სენსორული მონიტორები) შემუშავებასა და დანერგვას, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს იუსტიციის სახლში არსებული უკუკავშირის მექანიზმების გაუმჯობესებასა და შეამცირებს უკუკავშირზე რეაგირების დროს.

შედეგი: მარტივი, ეფექტიანი და მრავალფეროვანი მექანიზმების გამოყენებით ფართო საზოგადოება ჩართულია სერვისების განვითარებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
ვადა: დაწყების თარიღი - სექტემბერი 2018, დასრულების თარიღი - აგვისტო 2019
OGP მიმართულებები: გამჭვირვალობა, სერვისების ხელმისაწვდომობა, ანგარიშვალდებულება, ინოვაცია და ტექნოლოგიები, ჩართულობა
SDG მიზანი: 16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
საანგარიშო პერიოდი: 2019, წლიური
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ – იუსტიციის სახლი
არსებული პროგრესი:
მიმდინარეობს done iconარ შესრულდა

საანგარიშო პერიოდში, ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესში, პასუხისმგებელი უწყების მიერ კონსულტაციები გაიმართა უსინათლო, მობილობის შეზღუდვის მქონე პირებთან და აგრეთვე  ყრუთა კავშირის წარმომადგენლებთან, რათა პროგრამა მაქსიმალურად ყოფილიყო მორგებული შშმ პირთა საჭიროებებს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ტექნიკურ ჯგუფებთან (პროგრამისტები, ტექნიკოსები) კონსულტაციებსა და შეხვედრებს, რათა შემუშავებულიყო პროგრამის ისეთი აღწერილობა, რომელიც მაქსიმალურად დაზოგავდა ადამიანურ რესურსსა და მომხმარებლისთვისაც მარტივად გამოსაყენებელი იქნებოდა.

სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადის დასასრულს, შემუშავებულია პროგრამული უზრუნველყოფის შინაარსი და ვიზუალური მხარე. გარდა ამისა, გაფორმებულია ხელშეკრულება და მიმდინარეობს მისი  შესყიდვის პროცესი. 2020 წელს იგეგმება პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრირება სსიპ „იუსტიციის სახლის“ ვებ-გვერდთან,  რომელიც თავსებადია ნებისმიერ მობილურ მოწყობილობასთან. შესაბამისად, მომხმარებელს შეეძლება ვებ-გვერდის საშუალებით უკუკავშირის დამყარება.

გეგმის მოქმედების ვადებში პასუხისმგებელი უწყების მიერ არ განხორციელებულა სენსორული მონიტორებისა და საჭირო ტექნიკის შესყიდვა, რადგან პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე მომხმარებლები ვერ შეძლებდნენ უკუკავშირის დამყარებას, შესაბამისად, უწყების ინფორმაციით, განხორციელების ამ ეტაპზე, სენსორული მონიტორების შესყიდვა უშედეგო იქნებოდა. ამავე მიზეზით, საანგარიშო პერიოდში პასუხისმგებელი უწყების მიერ არ განხორციელებულა საზოგადოების ინფორმირება პლატფორმის შესახებ და არ ჩატარებულა  შესაბამისი ფოკუს-ჯგუფები.


საკონტაქტო პირი: ნატალია აბაშმაძე, სსიპ - იუსტიციის სახლი

ეტაპები:

1. პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება ვებგვერდის და მობილური აპლიკაციისათვის

მიმდინარეობს
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
შემუშავებულია პროგრამული უზრუნველყოფა ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციისთვის
ვადა
დაწყება
სექტემბერი 2018
დასრულება
თებერვალი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პარტნიორი სსიპ-ები
პასუხისმგებელი უწყება
სსიპ – იუსტიციის სახლი
შედეგი
საანგარიშო პერიოდში, ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესში, პასუხისმგებელი უწყების მიერ კონსულტაციები გაიმართა უსინათლო, მობილობის შეზღუდვის მქონე პირებთან და აგრეთვე ყრუთა კავშირის წარმომადგენლებთან, რათა პროგრამა მაქსიმალურად ყოფილიყო მორგებული შშმ პირთა საჭიროებებს.
შეფასება
done iconნაწილობრივ შესრულდა

2. სენსორული მონიტორებისა და საჭირო ტექნიკის შესყიდვა, პროექტის დაწყება

მიმდინარეობს
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
შეძენილია სენსორული მონიტორები და სხვა საჭირო ტექნიკა, პროექტი დაწყებულია
ვადა
დაწყება
ნოემბერი 2018
დასრულება
მარტი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პარტნიორი სსიპ-ები
პასუხისმგებელი უწყება
სსიპ – იუსტიციის სახლი
შედეგი
საანგარიშო პერიოდში არ შესყიდულა სენსორული მონიტორები და საჭირო ტექნიკა
შეფასება
done iconარ შესრულდა

3. საზოგადოების ინფორმირება პლატფორმის შესახებ

მიმდინარეობს
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
საზოგადოება ინფორმირებულია პლატფორმის შესახებ
ვადა
დაწყება
მარტი 2019
დასრულება
ივნისი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პარტნიორი სსიპ-ები
პასუხისმგებელი უწყება
სსიპ – იუსტიციის სახლი
შედეგი
საანგარიშო პერიოდში პასუხისმგებელი უწყების მიერ არ განხორციელებულა საზოგადოების ინფორმირება პლატფორმის შესახებ
შეფასება
done iconარ შესრულდა

4. გამოკითხვის/ხმის მიცემის პროცესის ადმინისტრირება, ფოკუსჯგუფების ორგანიზება, ანგარიშგება

მიმდინარეობს
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
ჩატარებულია არანაკლებ 3 გამოკითხვა/ხმის მიცემა და არანაკლებ 3 ფოკუსჯგუფი, რომელშიც მონაწილეთა ჯამური რაოდენობა შეადგენს საშუალოდ 5 000 მომხმარებელს
ვადა
დაწყება
აპრილი 2019
დასრულება
აგვისტო 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პარტნიორი სსიპ-ები
პასუხისმგებელი უწყება
სსიპ – იუსტიციის სახლი
შედეგი
საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა ფოკუს-ჯგუფები
შეფასება
done iconარ შესრულდა
განახლებულია: 11 დეკემბერი, 2020

კომენტარის დამატება

Error!!!

Error!!!

თქვენ მიერ მითითებული ელ.ფოსტა არ გამოქვეყნდება.

Error!!!