ვალდებულებები

საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შემუშავება

ვალდებულება: სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზების მიზნით სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება
ვალდებულების აღწერა:

ღია მმართველობის პარტნიორობის მეოთხე გამოწვევის ფარგლებში, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზების მიზნით პირველი ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებას. საჭიროების ანალიზმა ცხადყო, რომ არსებული საკანონმდებლო რეგულაციები,  მათ შორის, უსახლკარობის სტატუსის დადგენის ზუსტი მეთოდოლოგიისა და სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებების და ფუნქციების გამიჯვნის ნაწილში ბუნდოვანია. შესაბამისად, საჭიროა უსახლკარობის პრობლემის დაძლევის ერთიანი ხედვისა და სტრატეგიის შემუშავება, რომელიც პრობლემის ეტაპობრივ მოგვარებას შეუწყობს ხელს.

შედეგი: სახელმწიფოს მიერ შემუშავებულია ხედვა, რაც ეტაპობრივად უპასუხებს უსახლკარობის გამოწვევებს საქართველოში
ვადა: დაწყების თარიღი - იანვარი 2019, დასრულების თარიღი - სექტემბერი 2021
OGP მიმართულებები: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება
SDG მიზანი: 1 არა სიღარიბეს 3 ჯანმრთელობა და კეთილდღეობა 16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
საანგარიშო პერიოდი: 2019, წლიური
პასუხისმგებელი უწყება: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
არსებული პროგრესი:
მიმდინარეობს done iconარ შესრულდა

უსახლკარობის პრობლემის მოგვარება, მისი კომპლექსურობიდან გამომდინარე, სახელმწიფოსგან როგორც გრძელვადიანი, ასევე დროის მოკლე მონაკვეთში განსახორციელებელი პრიორიტეტების განსაზღვრას საჭიროებს. საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც საცხოვრისის პოლიტიკის შემუშავების  პროცედურულად გამართვის, აგრეთვე, პოლიტიკის ჩამოყალიბებისთვის საფუძვლის მომზადების მიმართულებით.

 „საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 აპრილის №190 დადგენილების თანახმად, შეიქმნა საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია - საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო. კომპეტენციის ფარგლებში კომისია უზრუნველყოფს:

  • უსახლკარობის პრობლემის დაძლევის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას საერთაშორისო გამოცდილებისა და სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით;
  • საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას;
  • უწყებათაშორის კოორდინაციასა და გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვას.

კომისიის შემადგენლობა მოიცავს შემდეგ სახელმწიფო დაწესებულებს:

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • საქართველოსრეგიონულიგანვითარებისადაინფრასტრუქტურისსამინისტრო
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
  • სხვასახელმწიფოუწყებები.

ვალდებულების განხორციელების ფარგლებში პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფის ჩართულობით მიმდინარეობს. დადგენილების თანახმად, ასევე შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი. გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი კომპლექსურია, სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების პროცესში ყურადღება გამახვილდა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფაზე. შედეგად, სამუშაო ჯგუფი აერთიანებს შესაბამისი სამინიტროების, სხვა სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს. ჯგუფი პასუხისმგებელია განსახილველი საკითხების შესახებ დასკვნების/წინადადებების რეკომენდაციების/სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაზე.

საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიისა და სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 2019 წლის 28 მაისს გაიმართა. სხდომაზე განიხილეს სამომავლო ნაბიჯები და კომისიისა და სამუშაო ჯგუფის სამუშაო ფორმატი. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა საქართველოში საცხოვრისის არსებული ვითარების მიმოხილვაზე.

კომისიისა და სამუშაო ჯგუფის მორიგი ერთობლივი შეხვედრა ჩატარდა 2019 წლის 26 ივნისს, სადაც მხარეებმა შეაფასეს არსებული მდგომარეობა: საცხოვრისის პოლიტიკა, „უსახლკარობის“, როგორც საცხოვრისის პოლიტიკის ძირითადი საკითხი და  უსახლკარობის ტიპოლოგია. აგრეთვე, ISET კვლევითი ინსტიტუტმა წარადგინა პრეზენტაცია ETHOS-ის კლასიფიკაციის მიხედვით პრობლემის იდენტიფიცირების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა განსაზღვრეს საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის სტრუქტურა და შინაარსი, დაზუსტდა ტერმინოლოგია. საკითხის კომპლექსურობის გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ სტრატეგიაში გაიწერება როგორც მოკლევადიანი, ისე  საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მიზნები, ხოლო პირველი სამოქმედო გეგმა ფოკუსირდება მოკლევადიან მიზნებზე. შეხვედრაზე მხარეებმა  სამოქმედო გეგმის მონახაზზე იმსჯელეს და  სამომავლო ნაბიჯები განსაზღვრეს.

საანგარიშო პერიოდის დასასრულს შემუშავებულია პრობლემის ხისა და ლოგიკური ჩარჩოს სამუშაო ვერსია, რომელიც წარმოადგენს სტრატეგიის ფუნდამენტურ ნაწილს. აღნიშნულ დოკუმენტებზე კონსულტაციები გრძელდება საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

სამდივნოს შეფასებით, ვალდებულება გეგმით გათვალისწინებულ ვადებში არ შესრულდა. საანგარიშო პერიოდში საბოლოო ფორმატით არ ჩამოყალიბებულა სტრატეგიის არც ერთი ნაწილი. შემუშავებულია პრობლემის ხისა და ლოგიკური ჩარჩოს სამუშაო ვერსია, რომელიც დამატებით კონსულტაციების ჩატარებას საჭიროებს. შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რაც, გამომდინარე ტექნიკური ხასიათისა, ვერ ახდენს გავლენას ვალდებულებით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებაზე.

აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმის მიხედვით, საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შემუშავება/დამტკიცება 2020 და 2021 წლების ბოლოს არის დაგეგმილი.


საკონტაქტო პირი: თეა გვარამაძე - პოლიტიკის დეპარტამენტის სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი

ეტაპები:

14.1. უწყებათაშორისი კომისიის/საბჭოს შექმნა

დასრულდა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
უწყებათაშორისი კომისია/საბჭო შექმნილია
ვადა
დაწყება
დეკემბერი 2018
დასრულება
მარტი 2019
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
შედეგი
„საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 აპრილის №190 დადგენილების თანახმად, შეიქმნა საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია - საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო
შეფასება
done iconსრულად შესრულდა

14.2. საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შემუშავება სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობის გზით

მიმდინარეობს
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა შემუშავებულია სხვადასხვაჯგუფის ჩართულობით
ვადა
დაწყება
ივლისი 2019
დასრულება
დეკემბერი 2020
პარტნიორი ორგანიზაცია
-
პასუხისმგებელი უწყება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
შედეგი
შემუშავებულია პრობლემის ხისა და ლოგიკური ჩარჩოს სამუშაო ვერსია. უწყების განცხადებით, დოკუმენტები დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს. შესაბამისად, განხორციელების ეტაპი არ შესრულებულა
შეფასება
done iconარ შესრულდა

14.3. საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის დასამტკიცებლად წარდგენა

არ დაწყებულა
ინდიკატორი
ვადა
პარტნიორი ორგანიზაცია
პასუხისმგებელი უწყება
ინდიკატორი
ქვეყანას გააჩნია საცხოვრისის პოლიტიკის და სამოქმედო გეგმა
ვადა
დაწყება
მაისი 2021
დასრულება
სექტემბერი 2021
პარტნიორი ორგანიზაცია
-
პასუხისმგებელი უწყება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
შედეგი
სამოქმედო გეგმის მიხედვით, განხორციელების ეტაპის დასრულება გათვალისწინებულია 2021 წლის სექტემბერში
შეფასება
done iconარ შესრულდა

კომენტარის დამატება

Error!!!

Error!!!

თქვენ მიერ მითითებული ელ.ფოსტა არ გამოქვეყნდება.

Error!!!