თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების გამჭვირვალობა და მონიტორინგის სისტემა
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება საქართველოში 1998 წლიდან არსებობს, ხოლო მისი ელექტრონული ფორმით წარდგენა www.declaration.gov.ge-ს პლატფორმის მეშვეობით 2010 წლიდან არის შესაძლებელი.
საჯარო სამსახურის ბიურო 6 000-მდე ელექტრონულად შევსებულ დეკლარაციას იღებს ყოველწლიურად. 2010 წლიდან დღემდე ელექტრონულად წარდგენილი დეკლარაციების საერთო ჯამი 81 956-ს აღემატება და ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე.
თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის სისტემა, ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2017 წლიდან ამოქმედდა. სისტემა დეკლარაციაში ასახული ინფორმაციის სისრულისა და სისწორის შემოწმებას ემსახურება. აღნიშნული მექანიზმი შესაძლო კორუფციული, მათ შორის, ინტერესთა კონფლიქტების შემთხვევების გამოვლენის ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმია, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სახელმწიფოს ანტიკორუფციულ და კეთილსინდისიერების პოლიტიკაში. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის არსებობა ხელს უწყობს ეფექტური და ეფექტიანი საჯარო მმართველობის განხორციელებას, საჯარო ფინანსების კეთილსინდისიერად ხარჯვასა და გადაწყვეტილებების მიღებას საჯარო ინტერესის საფუძველზე.
დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის წარმატება პროცესების გამჭვირვალობამ და ღიაობამ განაპირობა. მონიტორინგის მიზნებისთვის დეკლარაციების შერჩევა შემდეგი სამართლებრივი საფუძვლების შესაბამისად ხორციელდება:
გარდა ამისა, დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა ითვალისწინებს საზოგადოების მაღალ ჩართულობასაც: ნებისმიერ პირს, დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე, შეუძლია მიმართოს საჯარო სამსახურის ბიუროს თანამდებობის პირის მიერ დეკლარირებული მონაცემების შემოწმების მოთხოვნის თაობაზე. საზოგადოების ჩართულობა მონიტორინგის პროცესში მნიშვნელოვნად გაზრდილია 2017 წელთან შედარებით.
მონიტორინგის შედეგები, ანალიტიკური დოკუმენტის სახით საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველი წლის ბოლოს ქვეყნდება და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის ბოლო სამი წლის შედეგებმა ცხადყო, რომ რადიკალურადაა შეცვლილი თანამდებობის პირების დამოკიდებულება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების მიმართ და ისინი უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ დეკლარაციის სიზუსტით შევსებას. აღსანიშნავია, რომ 2017 და 2018 წლებში დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად დაჯარიმდა შემოწმებულ თანამდებობის პირთა დაახლოებით 80%, ხოლო 2019 წლის მონიტორინგის შედეგად უარყოფითად შეფასებულ დეკლარაციათა რიცხვი 55%-ს არ აღემატებოდა. გარდა ამისა, წინა წლებთან შედარებით უფრო მსუბუქია თავად დარღვევის სახეები და ხარისხიც. აღნიშნული განაპირობა მთელმა რიგმა მნიშვნელოვანმა ფაქტორებმა და ღონისძიებებმა, რომლებიც საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2019 წლის განმავლობაში განხორციელდა, მათ შორის მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მიერ დეკლარაციების შევსების ინსტრუქციის დამტკიცება, რომელშიც დეტალურადაა განმარტებული თუ რა ინფორმაცია უნდა გაიწეროს დეკლარაციის თითოეულ გვერდზე. გარდა ამისა, გაიზარდა თავად თანამდებობის პირთა დაინტერესება, ვინაიდან 2017 და 2018 წლების მონიტორინგის პროცესმა ცხადყო, რომ დეკლარირება ეს არ არის ფორმალური პროცესი და ინფორმაციის უყურადღებოდ, ნაჩქარევად და გადაუმოწმებლად მითითება შესაძლებელია, შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის მიზეზი გახდეს. დეკლარაციების მაქსიმალური სიზუსტით შევსების მიზნით, თანამდებობის პირები აქტიურად იყენებენ ბიუროს ცხელი ხაზის დახმარებას.
უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების შემცირების კიდევ ერთ მნიშვნელოვან განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი დარღვევების პრაქტიკის შესწავლისა და სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე განხორციელდა.
თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებისა და მონიტორინგის სისტემის მიმართ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საჯარო სამსახურის ბიურო მუშაობს დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის განახლებაზე, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, დეკლარაციაში ინფორმაციის შეტანის პროცესის გამარტივებას და აღნიშნული სისტემის სხვა საჯარო დაწესებულებებში არსებულ საინფორმაციო ბაზებთან დაკავშირებას, ხოლო, მეორე მხრივ, მის ადაპტირებას არსებულ გამოწვევებთან.

- მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
- ასევე, სპეციალურად შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლების ჩართულობით.