მდგრადი განვითარების მიზნების ელექტრონული სისტემა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის 25 სექტემბერს მიიღო A/RES/70/1 რეზოლუცია „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“, რომლის განუყოფელი ნაწილია მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა. აღნიშნულ ინიციატივას საქართველო იმავე წელს ერთ-ერთი პირველი შეუერთდა.
ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად, ქვეყნის გამოწვევებისა და ეროვნული კონტექსტის გათვალისწინებით, მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი (SDGs), 93 ამოცანა და 200 ინდიკატორი ეროვნულ პრიორიტეტად განისაზღვრა.
მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მონიტორინგის მიზნით, ინოვაციური მიდგომისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, შეიქმნა სპეციალური ელექტრონული სისტემა - sdg.gov.ge, რომელშიც ჩართულია SDGs-ის ამოცანების შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები. ისინი წელიწადში ერთხელ შესრულების ანგარიშს წარუდგენენ მდგრადი განვითარების მიზნების სამდივნოს (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია). მონიტორინგი მიზნად ისახავს ამოცანების შესრულების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, გრძელვადიან პერსპექტივაში სექტორული პოლიტიკის განვითარების ტენდენციების განსაზღვრას, გამოწვევების დადგენასა და შესაძლო ჩარევის სფეროების იდენტიფიცირებას.
sdg.gov.ge ამავე დროს წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ პროაქტიულ საინფორმაციო პორტალს, რომლის მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმდინარეობის და ასევე მიზნებთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ. პლატფორმა დაფუძნებულია, კარგი მმართველობისა და OGP-ის გამჭირვალობის პრინციპებზე. კერძოდ, სისტემის საშუალებით ნებისმიერ პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია:
სისტემა ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპის - ჩართულობის - კვალდაკვალ, აგრეთვე ემსახურება მიზნების განხორციელების პროცესში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის ხელშეწყობას. მაგალითად, გაეროს SDGs მექანიზმი ითვალისწინებს მიზნების განხორციელების შესახებ ქვეყნების ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) ანგარიშის მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმისთვის (HLPF) წარდგენას, რომლის შემუშავება სწორედ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის ფონზე უნდა წარიმართოს. საქართველომ ასეთი რიგით მეორე ანგარიში 2020 წელს წარადგინა და აღსანიშნავია, რომ ანგარიშის მომზადების პროცესში, მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს სამდივნომ ფართო საჯარო კონსულტაციების გამართვისთვის სწორედ აღნიშნული პლატფორმა გამოიყენა.
ინფორმირებული და პროცესებში მაქსიმალურად ჩართული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილია პლატფორმის უფრო მეტად გააქტიურება და ცნობიერების ამაღლება აღნიშნულ ინსტრუმენტთან დაკავშირებით.

- მიზნების განხორციელების პროგრესის შესახებ (განხორციელების ანგარიშები), მათ შორის, დინამიურ რეჟიმში მიზნების ეროვნულ დოკუმენტში წარმოდგენილი ამოცანების, ინდიკატორებისა და სამიზნე მაჩვენებლების შესახებ;
- მიზნების განხორციელების ფარგლებში დაგეგმილი პროექტების, სიახლეებისა და ღონისძიებების შესახებ.