რეგულირების ზემოქმედების შეფასება (RIA)
ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაინერგა საკანონმდებლო აქტების რეგულირების ზეგავლენის შეფასება.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2019 წლის 29 მაისს განხორციელებული ცვლილების თანახმად, ორგანულ კანონს დაემატა მე-171 მუხლი, რომლის შესაბამისად განისაზღვრა რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) განხორციელების წესი.
რეგულირების ზეგავლენის შეფასება ანალიტიკური კვლევითი დოკუმენტია, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება რეგულირების შეფასება ხარჯისა და სარგებლის შესაბამისად. RIA-ს მიზანია უპასუხოს ორ ფუნდამენტურ კითხვას:
კანონში განხორციელებული ცვლილების პარალელურად, მომზადდა საკანონმდებლო აქტების რეგულირების ზეგავლენის შეფასების სახელმძღვანელო მეთოდოლოგია, რომელიც შეფასების წარმართვისა და შესაბამისი ანგარიშის მომზადების პროცესში მეთოდოლოგიური გზამკვლევი იქნება ცენტრალური თუ ადგილობრივი დონის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებისთვის.
აღსანიშნავია, რომ რეგულირების ზემოქმედების შეფასება ღია და გამჭვირვალე მმართველობის ერთ-ერთი ძირეული კომპონენტია, რადგან ერთი მხრივ, ხდება პოლიტიკის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასება და შესაბამისად, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფილია მოქალაქეების და დაინტერსებული მხარეების პოლიტიკის განსაზღვრისა და საკანონმდებლო რეგულაციების პროცესში ჩართვა.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2019 წლის 29 მაისს განხორციელებული ცვლილების თანახმად, ორგანულ კანონს დაემატა მე-171 მუხლი, რომლის შესაბამისად განისაზღვრა რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) განხორციელების წესი.
რას გულისხმობს რეგულირების გავლენის შეფასება?
რეგულირების ზეგავლენის შეფასება (Regulatory Impact Assessment - RIA) - რეგულაციის ან არა-მარეგულირებელი ქმედების მოსალოდნელი დადებითი და უარყოფითი გავლენის შეფასების სისტემური ჩარჩოა და საერთაშორისო პრაქტიკით განიხილება, როგორც პოლიტიკის შემუშავების მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი.რეგულირების ზეგავლენის შეფასება ანალიტიკური კვლევითი დოკუმენტია, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება რეგულირების შეფასება ხარჯისა და სარგებლის შესაბამისად. RIA-ს მიზანია უპასუხოს ორ ფუნდამენტურ კითხვას:
- არის თუ არა რეგულირების ჩარევა საჭირო და თუ კი,
- როგორია პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა?
რა მიზანი აქვს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს?
განხორციელებული ცვლილების მიზანს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელება წარმოადგენს. ცვლილებების შედეგად:- შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები შეფასდება ხარჯების, სარგებლისა და რისკების მიხედვით
- უზრუნველყოფილი იქნება რეგულირების შედეგების უკეთესი გააზრება - ვინ მიიღებს სარგებელს, ვინ იტვირთავს ხარჯს
- გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდება ღია და გამჭვირვალე
- მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეეძლებათ პოლიტიკის განსაზღვრისა და საკანონმდებლო რეგულაციების პროცესში მონაწილეობის მიღება
- ყოველი ახალი რეგულაცია დაფუძნებული იქნება მტკიცებულებებზე და მოსალოდნელი გავლენის სათანადო შეფასებაზე.
კანონში განხორციელებული ცვლილების პარალელურად, მომზადდა საკანონმდებლო აქტების რეგულირების ზეგავლენის შეფასების სახელმძღვანელო მეთოდოლოგია, რომელიც შეფასების წარმართვისა და შესაბამისი ანგარიშის მომზადების პროცესში მეთოდოლოგიური გზამკვლევი იქნება ცენტრალური თუ ადგილობრივი დონის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებისთვის.
როგორია RIA-ს პრაქტიკაში დანერგვის შემდგომი ნაბიჯები?
RIA-ს პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, 2020 წელს დაიწყო სამართალშემოქმედებაზე პასუხისმგებელი 60-მდე საჯარო მოხელის გადამზადება. აღნიშნული მიმართულებით საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების გაძლიერებას მუდმივი ხასიათი ექნება და შესაბამისი ტრენინგები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.აღსანიშნავია, რომ რეგულირების ზემოქმედების შეფასება ღია და გამჭვირვალე მმართველობის ერთ-ერთი ძირეული კომპონენტია, რადგან ერთი მხრივ, ხდება პოლიტიკის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასება და შესაბამისად, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფილია მოქალაქეების და დაინტერსებული მხარეების პოლიტიკის განსაზღვრისა და საკანონმდებლო რეგულაციების პროცესში ჩართვა.