News

12 October, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ევროპის რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

1/2

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership - OGP) ევროპის რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართა.

30-მდე ქვეყნის სამთავრობო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ღია და გამჭვირვალე მმართველობის საკითხებზე ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას ორი დღის განმავლობაში უზიარებდნენ.

რეგიონული შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა OGP-ის წევრი ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლების მონაწილეობით ერთობლივი მსჯელობის გამართვა მიმდინარე რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე, ასევე, ღია მმართველობის მიმართულებით კოლექტიური ამბიციის ამაღლებასა და მეტად გამჭვირვალე მმართველობის უზრუნველყოფის პროცესში პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერებაზე.

შეხვედრა ღია მმართველობის პარტნიორობის აღმასრულებელმა დირექტორმა, სანჯეი პრადანმა გახსნა. მან მონაწილეებს ღია მმართველობის რეფორმის ამბიციურობის გაძლიერებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რეფორმები სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით და მოქალაქეთა ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით გატარდეს.

ევროპის რეგიონული შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა OGP-ის აღმასრულებელ დირექტორთან, სანჯეი პრადანთან, ფინეთის ადგილობრივი მმართველობის მინისტრთან, სირპა პაატეროსთან და სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან, არაიკ არუთინიანთან.

ევროპის რეგიონული კონფერენცია ყოველწლიურად იმართება. OGP-ის პირველ ასეთ შეხვედრას 2015 წელს საქართველომ უმასპინძლა.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 December, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 September, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+1
29 July, 2022

A Journey of Continuous Improvement in Georgian Municip ...

Khoni and Ozurgeti Municipalities have started the pro ...